წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი
წყარო: imedinews.ge

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 130-ვე უბნის ხმა დათვალა. ამ წუთებში ოლქების მონაცემების დაჯამება მიმდინარეობს და პარალელურად, ცესკო-ს გვერდზე იტვირთება.

წინასწარი მონაცემებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 41,58%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 29,72 პროცენტი აიღო. დანარჩენი პარტიების შედეგები ასეთია: „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ 6,65%, „ევროპული საქართველო“ - 3,81%, „გირჩი“ 3,09%, „ლელო“ - 2,99%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,52%, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1,17%.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით მეორე ტური იქნება ქუთაისში. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14% აიღო. მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა - „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.