თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს
თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

თბილისის პარალელურად, აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. დრამატულ თეატრთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნა ცესკოს შემადგენლონის შეცვლა და ხელახალი არჩევნებია.
„რისკები ბუნებრივია არის, მაგრამ ჯანმრთელობის დაცვაზე უფრო მნიშვნელოვანი ახლა ღირსების დაცვა“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება და პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს ამბობს. უმაღლეს საბჭოში ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახეს.