სოზარ სუბარი: ქვეყანას შეუძლია ძალიან სწრაფად მინიმუმზე დაიყვანოს ვირუსის გავრცელება, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკის სრულ გაჩერებას ნიშნავს

სოზარ სუბარი: ქვეყანას შეუძლია ძალიან სწრაფად მინიმუმზე დაიყვანოს ვირუსის გავრცელება, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკის სრულ გაჩერებას ნიშნავს
წყარო: imedinews.ge

მარტივი წელი ნამდვილად არ იქნება, რადგან კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ჯერჯერობით აღმავალი გზით მიდის და არ მცირდება და საქართველოს ამ გზას მიჰყვება, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას შეუძლია ძალიან სწრაფად მინიმუმზე დაიყვანოს ვირუსის გავრცელება, მაგრამ ეს ამავდროულად ეკონომიკის სრულ გაჩერებას ნიშნავს.

„თანაც თუ ჯერ არ გვაქვს ვაქცინა, როგორც კი ავუშვებთ მუხრუჭებს, მაშინვე იწყება გავრცელება ანუ ესეც არ არის გამოსავალი. მსოფლიო ეკონიმიკა ჯერჯერობით არ აჩვენებს ნიშნებს, რომ ძალიან სწრაფად შეიძლება გამოცოცხლდეს. თუმცა მეორე მხრივ, არის კარგი ნიშნები ქართული ეკონომიკისთვის. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა ექსპორტი, დაიწყეს საერთაშორისო კომპანიებმა შემოსვლა და აქ ახალი სამუშაოები შექმნა. მომავალ წელს ნახევარი მილიარდი ლარით მეტი იხარჯება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ვიდრე წელს. ეს ყველაფერი გააჩენს ახალ სამუსაო ადგილებს და როგორც კი კოვიდის დამარცხება გახდება რეალური, ტურიზმის აღგენა გამოიწვევს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.