სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,441 პაციენტს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,441 პაციენტს დაუდასტურდა
წყარო: imedinews.ge

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,441 პაციენტს დაუდასტურდა, 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 92,254 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,363 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 55,827.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.