სომხეთმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება შუშას აღების შესახებ უარყო
სომხეთმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება შუშას აღების შესახებ უარყო

ოფიციალურმა ერევანმა უარყო ბაქოს განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის ჯარმა არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ქალაქი შუშა აიღო. ამის შესახებ Deutshce Welle წერს.
„შუშაში ბრძოლა გრძელდება. დაელოდეთ და გჯეროდეთ ჩვენი ჯარის“, - დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა არცრუნ ოვანისიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
რამდენიმე საათით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ჯარმა შუშაზე კონტროლი დაამყარა.
შუშა ყარაბაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქიდან, სტეპანაკერტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს.