ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების კიდევ 71 შემთხვევა გამოვლინდა და ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა

წყარო: imedinews.ge

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთ​ში, 456 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა, 331 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 127 ადამიანი მკურნალობს, მათგან 107-ს კორონავირუსის დიაგნოზი უკვე დაუსვეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 720 შემთხვევაა დადასტურებული, 2 831 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.