მიქაუტაძე გოლის ინტერვალით მხოლოდ ლევანდოვსკისა და კრამარიჩს ჩამორჩება

მიქაუტაძე გოლის ინტერვალით მხოლოდ ლევანდოვსკისა და კრამარიჩს ჩამორჩება

19 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საოცარ სეზონს ატარებს. 

ბელგიის მეორე დივიზიონში მიქაუტაძეს 7 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. 

გიორგი გოლს ყოველ 44 წუთში  იტანს, რაც შესანიშნავი შედეგია. მასზე წინ მხოლოდ "ბაიერნის" შემტევი რობერტ ლევანდოვსკი და "ჰოფენჰაიმის" ფორვარდი კრამარიჩი იმყოფებიან, რომლებიც გოლს ყოველ 43 წუთში იტანენ. 

Transfermarket-ის მიხედვით მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა.