კახეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
წყარო: imedinews.ge

კახეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. კახეთში, რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეპიდსტატისტიკა ასეთია: თელავში გამოვლენილია 289 შემთხვევა, დედოფლისწყაროში - 44, გურჯაანში - 245, სიღნაღში -70, ყვარელში -125, ლაგოდეხში - 78, ახმეტაში - 43 და საგარეჯოში -77.

ამ ეტაპზე კორონავირუსზე მკურნალობა 675 მოქალაქეს უტარდება, მათ შორის 614 ბინაზე მკურნალობს, 8 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 51 კოვიდკლინიკაში იმყოფება.

ამასთან, რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ს შეადგენს; ვირუსით კი სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაშია 1 497 მოქალაქე, თვითიზოლაციიდან 125 ადამიანი მოიხსნა. საკარანტინო ზონაში კი 159 მოქალაქე იმყოფება.

დღე-ღამეში საქართველოში 34 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-ს შეადგენს. გარდაიცვალა 475 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.