ჯელალ ქიქავა: 20:00 საათიდან გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე და გავდივართ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან

ჯელალ ქიქავა: 20:00 საათიდან გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე და გავდივართ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან

ჯელალ ქიქავა: 20:00 საათიდან გადავდივართ დაუმორჩილებლობაზე და გავდივართ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან
წყარო: imedinews.ge

ჩვენ ველოდებით 20:00 საათს, თუ მანამდე პასუხი არ გვექნება გადავალთ დაუმორჩილებლობაზე. ჩვენ არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას, არ გვაინტერესებს კანონი, გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ჯელალ ქიქავამ ბათუმში გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

როგორც ქიქავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას კორონავირუსი ფეხებზე ჰკიდია.

„ჩვენ ველოდებით 20:00 საათს, თუ მანამდე პასუხი არ გვექნება გადავალთ დაუმორჩილებლობაზე. ჩვენ არ ვემორჩილებით ამ ხელისუფლებას, არ გვაინტერესებს კანონი, გავდივართ კონსტიტუციური სივრციდან და ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას. ფეხებზე მკიდია კორონა, საქართველოს და მის მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუმარჯოს“, - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.