ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ჩემი კოლეგები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და მე ველით თქვენთან და თქვენს გუნდთან მუშაობას. COVID-19-ის პანდემიის მსგავსი კრიზისები, სიცოცხლის გადასარჩენად, გლობალური სოლიდარობის მნიშვნელობას ცხადყოფს“ - წერს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი Twitter-ის გვერდზე.