ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
წყარო: imedinews.ge

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 9,236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 682,486-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 459 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 38,291-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.