ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღეს

ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღეს

ილჰამ ალიევის განცხადებით, ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღეს
წყარო: imedinews.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა.

„შუშას თავზე აზერბაიჯანული დროშა ფრიალებს. აზერბაიჯანელი ხალხი სიამაყით მიესალმება ამ კარგ ამბავს. ჩვენ მიზანმიმართულად, დაუღალავად, მიუხედავად მძიმე წნეხისა, მოვიპოვეთ ძალა და ეკონომიკური სიძლიერე. ეს გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა ეკონომიკური ძალის გარეშე. პირველ რიგში, აუცილებელი იყო ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა და ეს უზრუნველყოფილი იყო. ჩვენ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ ყარაბაღი ისტორიული აზერბაიჯანული მიწებია“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მიმდებარედ არსებულ დასახლებებს.