გიორგი კახიანი ოპოზიციის ულტიმატუმზე: მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ

გიორგი კახიანი ოპოზიციის ულტიმატუმზე: მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ

გიორგი კახიანი ოპოზიციის ულტიმატუმზე: მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ
წყარო: imedinews.ge

მათი უფლებაა, რომ კანონის ფარგლებში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ შესაბამისი საპროტესტო აქციები და მათი უფლებაა, რომ აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე, - ასე უპასუხა გიორგი კახიანმა ოპოზიციის ულტიმატუმს თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ. „ქართული ოცნების“ წევრის თქმით, მმართველი გუნდი ამ ულტიმატუმს სერიოზულად არ აღიქვამს.

„ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ისინი თავადვე გაათვითცნობიერებენ თავისი პოზიციების აბსურდულობას და მალე მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან და იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და ოდნავ მოგვიანებით საპარლამენტო ცხოვრებას“, - განცხადა კახიანმა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ ოპოზიცია 20:00 საათამდე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვს.