ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 39 036 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 39 036 ახალი შემთხვევა დადასტურდა
წყარო: imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 39 036 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 574 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 188 587 შემთხვევა გამოვლინდა, 69 625 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.