ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალი შტამის შემთხვევები ბავშვებში ჭარბობს

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალი შტამის შემთხვევები ბავშვებში ჭარბობს
წყარო: imedinews.ge

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ახალი შტამის გამოკვლეული შემთხვევების უმეტესი ნაწილი ბავშვებში ჭარბობს. ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდა ადამიანების იმუნური სისტემა ბევრად უკეთ ფუნქციონირებს და ამიტომ სახიფათო არაფერია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვირუსი მუტაციას განიცდის და ამ შემთხვევაში საოცრება არ ხდება.

„ბრიტანეთში გამოკვლეული 1000-ზე მეტი შემთხვევიდან, შედარებით ამ ახალი შტამის მატარებლებში ბავშვთა ასაკი ჭარბობს. ჩვენ მთელი ეპიდემიის განმავლობაში დამშვიდებულები ვიყავით, რომ ბავშვები ნაკლებად მოწყვლადებია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს მძიმე ინფექციაა, უბრალოდ უფრო მეტი ამ ახალი შტამით დაავადებულებში არის შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანები. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალგაზრდა ადამიანების იმუნური სისტემა უკეთესად ფუნქციონირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაავადების სიმძიმეში არ გადაითარგმნება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.