აშშ-ში 1,000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

აშშ-ში 1,000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

აშშ-ში 1,000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
წყარო: imedinews.ge

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 127,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 1,000-ზე მეტი ინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 9,8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 237,123 ადამიანი კი გარდაიცვალა. აშშ ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.