შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ერთმა სიტყვამაც ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა — გომელაური

შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ერთმა სიტყვამაც ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა — გომელაური
წყარო: on.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შესაძლოა, ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვერ იტყვის, რადგან ხელს შეუშლის გამოძიებას.

"მე რაც არ შემიძლია ვთქვა, ვერ გეტყვით. მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ ჩემმა ერთა სიტყვამაც ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა, გვაცალეთ", — განაცხადა მან.