სოფელ ახალუბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოფელ ახალუბანში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ადგილობრივებს ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა