საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო ლიგაში გელა აფრასიძემ კარიერაში მეორე ლელო დადო

საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო ლიგაში გელა აფრასიძემ კარიერაში მეორე ლელო დადო
წყარო: imedinews.ge

საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო ლიგაში გელა აფრასიძემ კარიერაში მეორე ლელო დადო. ტოპ 14-ის მეოთხე ტურში „მონპელიემ“ „აჟენს“ 42:13 მოუგო.

აფრასიძე მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში მიხეილ ნარიაშვილმა 72 წუთი ითამაშა. ოთხი ტურის შემდეგ „მონპელიე“ საფრანგეთის ჩემპიონატში 7 ქულით მეთერთმეტე პოზიციაზეა.