მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,1 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,1 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,1 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 1 100 364 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსის 39 068 667 შემთხვევა გამოვლინდა, 26 950 302 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (217 987). მეორე ადგილზე ბრაზილია (152 460), ხოლო მესამეზე ინდოეთი (112 161).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.