მოსწავლეებისა და მასწავლებლის დაინფიცირების გამო, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

კორონავირუსის გამო, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბულიას ინფორმაციით, COVID-19 დაუდასტურდა სკოლის სამ მოსწავლეს, მასწავლებელსა და რამდენიმე მშობლებს, რის გამოც სკოლა ორი კვირით დაიხურა.
ნინო ბულიას განცხადებით, სკოლაში ვირუსის შიდა გავრცელება არ მომხდარა და ინფიცირების შემთხვევები ოჯახებს უკავშირდება.
სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ხოლო სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები გადასული არიან თვითიზოლაციაში.
ცნობისთვის პირველი საჯარო სკოლის მხოლოდ მეოთხე კლასი იყო დისტანციურ რეჟიმზე გადასული, რადგან მეორე კლასის მოსწავლეს ახალი კორონა ვირუსი დაუდასტურდა, მისი ინფიცირებაც ოჯახის კლასტერს უკავშირდებოდა.