ერთი გარდაცვლილი და კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 61 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში გადაყვანის მომენტში მძიმე მდგომარეობაში იყო. ჰქონდა პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 445 პირი შეამოწმეს. ვირუსი 134 მათგანს დაუდასტურდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 148 პაციენტი მკურნალობს. 123 კორონავირუსის დიაგნოზით.
მძიმეა 27 მოქალაქის მდგომარეობა. 62-ის საშუალო სიმძიმის. გაწერეს 11 პაციენტი.
სულ აფხაზეთში კორონავირუსის 3306 დადასტურებული შემთხვევაა. 1289 გამოჯანმრთელდა, 33 კი გარდაიცვალა.